ახალი ამბები
...

13/10/2010 ეს შენი სასიცოცხლო პროდუქტია - დაზოგე წყალი!

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიისა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც   წყლის რესურსების დაზოგვისა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის პროპაგანდას ისახავს მიზნად. 

დღეს დილით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციის ინიციატივით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ტური მოეწყო ღრმაღელის საფილტრო საგდურსა და კომპანიის ცენტრალურ ლაბორატორიაში. სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს წყლის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესები: კოაგულაცია, დალექვა, ფილტრაცია, აქტივირებული ნახშირით დამუშავება, ქლორირება. სტუდენტებმა ასევე გაეცნენ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობას, სადაც წყლის ხარისხი მუდმივად ავტომატურ რეჟიმში კონტროლდება, პარალელურად კი ყოველ საათში ერთხელ, ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ, 33 პარამეტრით მოწმდება. ტურს ესწრებოდნენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ღონისძიებამ 12 საათზე ”პუშკინის სკვერში” გადაინაცვლა, სადაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  აქცია-გამოფენა გამართა, სახელწოდებით - ”დაზოგე წყალი”. გამოფენის ფარგლებში საინფორმაციო ფლაერები დარიგდა, პარალელურად კი,  ე.წ. მოძრავი გამოფენაც მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში ფოტოსურათებით შეფუთული “GWP”-ს მანქანები დადიოდნენ და მოსახლეობას წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობის შესახებ შეახსენებდნენ.

აქციების საშულებით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და თბილისის მერია ცდილობს გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა სასმელი წყლის ხარისხისა და მისი რაციონალურად მოხმარების აუცილებლობის შესახებ.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები