ახალი ამბები
...

22/03/2011 წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე კლუბის” წევრები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები არაგვის ხეობაში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე მიიწვია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მიწვეულ სტუმრებს  ახლადრეაბილიტირებული ობიექტი  -  ნატახტრის წყალსადენის წყალშემკრები ნაგებობა და მისი ფუნქციონირების პრინციპი გააცნეს. ამ წყალშემკრები კამერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია კომპანიამ 2010 წლის ბოლოს დაასრულა.

საქართველოს წყალმომარაგების ამ პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენისა და წყალშემკრები კამერის მშენებლობა 1929 წელს  დაიწყო და ექსპლუატაციაში  1933 წელს შევიდა. ნატახტრის წყალშემკრები კამერის გავლით, თბილისს ნატახტრის წყაროების საუკეთესო ხარისხის  წყალი თვითდინებით მიეწოდება.

ობიექტის მონახულების შემდეგ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა სტუდენტებსა და დანარჩენ სტუმრებს კომპანიის ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ მოკლე საინფორმაციო ექსკურსი ჩაუტარეს, აუღწერეს წყალმომარაგების სისტემა, მისი პარამეტრები და წყლის რესურსების მოპოვება-დამუშავების, თბილისამდე ტრანპორტირებისა და მომხმარებლებში განაწილების ტექნოლოგიური ციკლი. კომპანიის სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების, ასევე წყლის დანაკარგებისა და დაზიანებათა მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე; ამას გარდა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ინდივიდუალური გამრიცხველიანების, როგორც სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარების საუკეთესო და აპრობირებულ მეთოდზე. აღინიშნა გამრიცხველიანების პოზიტიური მხარეები და სამართლიანობაზე დამყარებული პრინციპი - აბონენტი, რომელსაც დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, უფრთხილდება და ზოგავს თავის ბიუჯეტს და სასმელ წყალსაც. შესაბამისად, ის იხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც მოიხმარს და აუცილებლად აწესრიგებს დაზიანებულ სანიტარულ ტექნიკას საკუთარ ბინაში; ამასთან გამრიცხველიანებული აბონენტი სასმელ წყალს აღიქვამს პროდუქტად, რომელსაც მოფრთხილება და დაზოგვა სჭირდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები