ახალი ამბები
...

24/09/2011 ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ბავშვებისთვის

კომპანია"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" , აფრიკის დასახლებაში მდებარე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ "სათნოებას" ესტუმრა, რომელსაც 2 წელიწადზე მეტია მეურვეობას უწევს.
 
კომპანიის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ბახტაძემ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახელით, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და 30-ვე აღსაზრდელს მათთვის განკუთვნილი საკანცელარიო ნივთები გადასცა.
 
რაც მთავარია, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსს დაუფინანსებს. ამით კომპანია ”სათნოების” აღსაზრდელების ინტელექტუალურ განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. იმისთვის, რომ უცხო ენის სპეციალისტი შეერჩია, კომპანიამ რამდენიმე უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ენების შემსწავლელ სკოლას მიმართა, ინგლისური ენის სახელმძღვანელოებად კი უახლესი ბრიტანული გამოცემები და აუდიო მასალა შეარჩია, რომლის თითო კომპლექტით უკლებლივ ყველა ბავშვი ისარგებლებს. ნიკოლოზ ბახტაძემ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ინგლისური ენის პედაგოგი წარუდგინა, რომელიც აღსაზრდელებით დაკომპლექტებულ სამ ჯგუფს უცხო ენაში ტრეინინგებს 1 ოქტომრიდან, კვირაში 3-ჯერ ჩაუტარებს. 
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ცდილობს, ბავშვებს ყველა პირობა შეუქმნას იმისთვის, რომ საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას და, ამასთან, ზოგადი განათლებაც შეიძინონ. ვფიქრობთ, დღეს მიღებული ცოდნა, სამომავლოდ, მათ სხვადასხვა სფეროში ადგილის დამკვიდრებში დაეხმარება”, - განაცხადა  ნიკოლოზ ბახტაძემ.
 
ბავშვთა სახლ ”სათნოებაში” ინგლისური ენის შესასწავლად ყველა პირობა არსებობს. მას შემდეგ, რაც მეურვეობას უწევს, კომპანიამ ბავშვებს კარგი ბიბლიოთეკაც შეუქმნა, რამდენიმე კომპიუტერი, ფართოეკრანიანი ტელევიზორი, საოჯახო კინოთეატრი და კარაოკეც გადასცა. ასე რომ, მეტი ხალისით სწავლისთვის ბავშვებისთვის ინგლისურენოვანი ფილმების ჩვენების მოწყობაც და ინგლისური სიმღერების შესწავლაც იქნება შესაძლებელი.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები