ახალი ამბები
...

27/10/2011 GWP ცენტრალური ლაბორატორიის მოდერნიზება დაასრულა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორმა - იორგ მათისმა და ტექნიკურმა დირექტორმა - ომარ გოცირიძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს - გოგი ჩაჩანიძეს და კოკი იონათამაშვილს ახლადმოდერნიზებული ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის პრინციპი გააცნეს.
 
ღრმაღელის საფილტრო სადგურში განთავსებული წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური  ლაბორატორიის მოდერნიზება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ახლახან დაასრულა. ამ საქმისთვის კომპანიამ 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი ევროპული აპარატურა და დამხმარე მოწყობილობები კომპანიას წყლის ხარისხის თვისობრივად მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას აძლევს.
 
იორგ მათისის თქმით, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორიის მეშვეობით, კომპანია გაცილებით ეფექტურად ახორციელებს სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგსა და მისი კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ოპერაციას. ამასთან, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია  ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება.
 
ახლადშეძენილ აპარატებს შორის მნიშვნელოვანია GS-MS გაზური ქრომატოგრაფი მასპექტრით. ეს აპარატი ორგანული ნაერთების - ნავთობპროდუქტების, ადვილად აქროლადი ნივთიერებებისა და პესტიციდების დონეს განსაზღვრავს და უმნიშვნელო ოდენობის მინარევების არსებობისაც აფიქსირებს; ICP-OES ემისიურ-პლაზმური სპექტროფოტომეტრი ერთდროულად 33 ელემენტს განსაზღვრავს. ამ აპარატს  ლაბორატორიის სპეციალისტები იყენებენ სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების, ტუტე, ტუტე-მიწათა და მკაცრად ლიმიტირებული მძიმე მეტალების განსასაზღვრად; ახალი იონური ქრომატოგრაფის საშუალებით  წყალში შემავალი ანიონების კვლევა ხდება, რომლებიც  წყლის გემოვნურ თვისებებს განაპირობებს; სპექტროფოტომეტრ Spekol 1500-ით ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ციანიდები განისაზღვრება.
 
როგორც წესი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ატარებს სასმელი წყლის ხარისხის კვლევას  როგორც მის ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე.  ჩატარებული ანალიზების თანახმად, სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია. კომპანიის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია კოორდიანაციასა და კონტროლს უწევს კომპანიის ყველა ლაბორატორიის ფუნქციონირებას. სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს კომპანიის სპეციალისტები უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში აწარმოებენ და წყლის ხარისხს მუდმივად ამოწმებენ თბილისის წყალსადენის ქსელებშიც. სასმელი წყლის ხარისხი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებს და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები