ახალი ამბები
...

18/10/2011 სარეაბილიტაციო სამუშაოები არსენას ქუჩაზე

დღეს, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა დავით ავალიანმა, საკრებულოს ძველი თბილისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - მამუკა ახვლედიანმა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა - გიორგი ყოჩიაშვილმა დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან -იორგ მათისთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულეს. მიმდინარე სამუშაოების შეფასების მიზნით, ისინი ძველი თბილისის რაიონში მდებარე არსენას ქუჩას ესტუმრნენ.

არსენას ქუჩა ერთ-ერთია თბილისის იმ 50 ქუჩიდან, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს ახორციელებს. არსენას ქუჩაზე შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 600 მეტრს შეადგენს. რეაბილიტაცია უტარდება ამ ქუჩის როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებს, ასევე განშტოებებსაც. ამჟამად მთლიანად რეაბილიტირებულია 4 ჭა, სადაც 12 ახალი ურდული მონტაჟდება.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და ცენტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 50 ქუჩას მოიცავს და ამ მიმართულებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენისა და წყალარინების ყველა დიამეტრის ქსელს, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 45 კმ-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დაიწყო, მათი დასრულება კი ნოემბრის I ნახევარში იგეგმება.

ამ ეტაპზე, ინტენსიური სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს 17 ქუჩაზე: ვარკეთილი 3-ის I მ/რაიონში, სოფ. დიღომში, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, დიდგორის, ჩიქოვანის, ზიგზაგის, გვაზაურის, ცინცაძის, ვორონინის, ანტონ კათოლიკოსის, ხარაბაძის, ქურდიანის, უჩანეიშვილის,  ბაბუშკინის, სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩებზე. კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა და ქსელები მთლიანად შეცვალა 18 ქუჩაზე. 2010 წელს კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისის 110 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განახორციელა. შარშან შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძემ 70 კმ შეადგინა. 

ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები