ახალი ამბები
...

19/01/2012 ცხელი სადილი ყველას

”სადილი ყველას” – ერთობლივი საქველმოქმედო აქციაა, რომელიც კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და ასოციაცია ”კათარზისმა” ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოაწყვეს.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მასპინძლის რანგში, დღეს დილის 11 საათიდან, ”კათარზისთან” ერთად, სოციალურად დაუცველ თბილისელებს უფასო ცხელი სადილით უმასპინძლდება. აქციის ორგანიზატორები ცხელ სადილს, დღის განმავლობაში, 2000-ზე მეტ კაცს შესთავაზებენ.

ნათლისღების დღესასწაულის მილოცვის მიზნით, ასოციაცია ”კათარზისს” ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძეც ეწვია და ”კათარზისის” თავშესაფარში მუდმივად მცხოვრებ მოხუცებს ღვინო და ტკბილეული გადასცა.

”ჩვენი კომპანიისა და ”კათარზისის” თანამშრომლობა უკვე ტრადიციად იქცა. ერთმანეთთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და ამ ტიპის საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც ჩავატარებთ. დღეს ნათლისღებაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვეწვიოს, ”კათარზისის” კარი დღეს ნებისმიერი მოქალაქისთვისაა ღია და მათთვის სუფრა მთელი დღის განმავლობაში იქნება გაშლილი”, - განაცხადა ნიკოლოზ ბახტაძემ.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”კათარზისთან”. პარტნიორობის ფარგლებში, მსგავსი საქველმოქმედო აქციები რეგულარულად იმართება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები