ახალი ამბები
...

22/03/2012 თბილისის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, დღეს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად გაწეული კომპლექსური სამუშაოები  და  მიღებული შედეგები მასმედიის წარმომადგენლებსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს - კოკი იონათამიშვილსა და გოგი ჩაჩანიძეს გააცნო. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წყლის რესურსების დაზოგვის, სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირების კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე.

როგორც იორგ მათისმა აღნიშნა, დღეისთვის, თბილისის თითქმის 90% უწყვეტად მარაგდება სასმელი წყლით. ეს მნიშვნელოვნად აღემატება კომპანიის პრივატიზებამდე არსებულ მაჩვენებელს, რაც, დაახლოებით, 70%-ს შეადგენდა. მისი თქმით, 2012 წლის ბოლოსთვის, აღებული ვალდებულების შესაბამისად, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”,  თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის 100%-იან, უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მხოლოდ 2011 წლის მანძილზე 2012 წლის იანვრის ჩათვლით, წყლის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკი თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ 139 000 თბილისელს მოეხსნა, მათ შორის: ”ვარკეთილი 3”-ში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, ზღვის უბანში, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის III მ/რაიონში, ხარფუხსა და გორგასალის ქუჩაზე, ზემო ვაკეში, კრწანისის დასახლებაში, ღრმაღელის ქუჩაზე; წინასწარდაგეგმილი და წარმატებით შესრულებული ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, კომპანიამ თბილისის 60 გამაძლიერებელი სადგური 24-საათიან რეჟიმში აამუშავა და სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე დედაქალაქის სხვადასხვა უბნის 42 000 მობინადრეს მიაწოდა. მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს კი, რომელიც ჯერ კიდევ გრაფიკით იღებს წყალს, კომპანია მომსახურების სულადობრივ გადასახადს 2,40 ლარის ოდენობით არიცხავს. 

დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების მისაღწევად,  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლების მიხედვით გაწერილი სარეაბილიტაციო პროგრამის მიხედვით მოქმედებს და ეტაპობრივად ატარებს კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს:  თბილისის ქუჩების წყალსადენის ამორტიზებული ქსელების რეაბილიტაციას - მათ შორის უკვე შეცვლილია 200 კმ-ზე მეტი სიგძის ქსელები, 2012 წელს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის ქსელების 82 კმ-ს;  წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სათავო ნაგებობების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციას; მარეგულირებელი სატუმბო სადგურების გადაიარაღებას, წყალშემკრები რეზერვუარების რეკონსტრუქციას და სხვ.  სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს 1 სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების რაციონალიზაცია მოახდინოს, ამასთან, თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასაც შეუწყოს ხელი.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები