ახალი ამბები
...

16/06/2012 GWP სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქ. თბილისის მერს - გიგი უგულავას დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ და ცენტრალურ ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების შეფასების მიზნით, ისინი თბილისის ცენტრალურ უბანში - ავლაბარში მდებარე ცისკრის ქუჩას ესტუმრნენ.

ცისკრის ქუჩა ერთ-ერთია თბილისის იმ 150-მდე ქუჩიდან, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს ახორციელებს. ცისკრის ქუჩაზე შესაცვლელი ქსელების საერთო სიგრძე  650 მეტრამდეა. რეაბილიტაცია უტარდება ამ ქუჩის როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელების 300 მეტრს და განშტოებების 280 მეტრს, ასევე საკანალიზაციო ქსელების 70 მეტრსაც, ქუჩაზე მონტაჟდება ახალი ურდულები და ეწყობა წყალსადენისა და საკანალიზაციო  ჭები.

სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია მე-4-ე წელია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 150-მდე ქუჩას მოიცავს, სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე კი, დაახლოებით, 90 კილომეტრს შეადგენს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე  დასრულდა 28 ქუჩაზე, მათ შორის: ვახუშტი ბაგრატიონის, გრიბოედოვის, ალ.ჭავჭავაძის, სტანისლავსკის, ალექსიძის, გუდაუთისა და  ფიროსმანის ქუჩებზე. ამჟამად, მეორე ეტაპის სამუშაოები 19 ქუჩაზე მიმდინარეობს.  2011 წლის ჩათვლით კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"თბილისის სხვადასხვა რაიონის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების 200 კმ-ზე მეტი მთლიანად ახლით შეცვალა. 

ქუჩების ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, ეს კი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები