ახალი ამბები
...

21/06/2012 ცენტრალურმა ლაბორატორიამ აკრედიტაცია მოიპოვა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალურმა ქიმიურ-მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორიამ   ISO-17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა.  ISO-ს აკრედიტაციის მინიჭება ყველა იმ ფაქტორისა და მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა, რასაც სრულყოფილად უნდა აკმაყოფილებდეს წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ლაბორატორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საქართველოში წყლის ხარისხის მაკონტროლებელი საუკეთესო ლაბორატორია გააჩნია, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდიანაციასა და კონტროლს უწევს კომპანიის ყველა დანარჩენი ლაბორატორიის ფუნქციონირებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა ცენტრალური ლაბორატორიის საქმიანობა თბილისის მერს - გიგი უგულავას გააცნო. 

ღრმაღელის საფილტრო სადგურში განთავსებული სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორიის სრული მოდერნიზება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2011 წლის ბოლოს დაასრულა. ამ საქმისთვის კომპანიამ 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი ევროპული აპარატურა და დამხმარე მოწყობილობები კომპანიას წყლის ხარისხის თვისობრივად მაღალ დონეზე გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ცენტრალური ლაბორატორიის მოდერნიზებასა და ISO-17025-ის აკრედიტაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა, ლაბორატორიის სპეციალისტების გადასამზადებლად, არაერთ ტრეინინგს გაუწია ორგანიზება, მათ შორის სპეციალურად მოწვეული ევროპელი სპეციალისტების მონაწილეობითაც.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის კვლევას ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე ახორციელებს. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს კომპანიის სპეციალისტები უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში აწარმოებენ. ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი აპარატურა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ორგანული ნაერთების: ნავთობპროდუქტების, ადვილად აქროლადი ნივთიერებებისა და პესტიციდების, ასევე, სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლების: ტუტე, ტუტე-მიწათა,მკაცრად ლიმიტირებული მძიმე მეტალებისა თუ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების და ციანიდების დონე და დააფიქსიროს უმნიშვნელო ოდენობის მინარევების არსებობასაც კი. ჩატარებული ანალიზების თანახმად, თბილისისათვის მიწოდებულ სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია, სასმელი წყლის ხარისხი კი მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები