ახალი ამბები
...

26/07/2012 „რუსთავის წყალმა“ ახალი სერვის-ცენტრი გახსნა

კომპანია "რუსთავის წყალმა" ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა. "რუსთავის წყალი" იმედოვნებს, რომ განახლებული სერვის-ცენტრის ამოქმედებით რუსთაველთა მომსახურებას მაქსიმალურად გააუმჯობესებს.

ქ. რუსთავის ცენტრში მდებარე სერვისცენტრი გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა რუსთავის მერ - ზაქარია დარჩიაშვილთან ერთად გახსნა.

ახალი,  გაცილებით ვრცელი და კომფორტული სერვისცენტრი, ყოველდღიურად უფრო მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს, გაცილებით ეფექტურ და ოპერატიულ მომსახურებას გაუწევს რუსთავის მოსახლეობას, ქალაქში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. სერვისცენტრის თანამშრომლები აბონენტებს მიაწოდებენ ყველა საჭირო ინფორმაციას წარმოებული პროფილაქტიკური, გეგმური თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე და გაუწევენ  ტექნიკურ მომსახურებას აბონირებასა და აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით.  სერვისცენტრი მოქნილად იმუშავებს აბონენტთა მიერ დაგროვილი დავალიანებების ინდივიდუალურ რესტრუქტურიზაციაზეც.

წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “რუსთავის წყალმა”, ბოლო წლებში, არაერთი პროექტი განახორციელა:  ააშენა 2200 მეტრი სიგრძის 6 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი მძლავრი ტრანსფორმატორით, რითაც ხრამის სათავო ნაგებობა და სატუმბო სადგურები ელექტროენერგიით  მარაგდება, ჩაატარა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალურ წყალდენებზე, მათ შორის მდინარე კოვას მიმდებარედ გამავალ 800 მმ-იანი 2 მაგისტრალურ წყალდენზე, ქალაქის ერთ-ერთი ძირითად მკვებავ 700 მმ-იანი მაგისტრალური არტერიაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა რუსთავის 20-ზე მეტი ქუჩის წყალსადენის ქსელებს, ასევე შიდაკვარტალურ ქსელებსაც. რუსთავის ქუჩის ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. 2010 წლის ნოემბერიდან კი კომპანია ქალაქის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტის - ხრამის სათავო ნაგებობის კომპლექსურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელსაც გრძელდება.


„რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა, მინიმუმამდე შემცირდა ქალაქის ქსელებზე ავარიულ დაზიანებათა რისკი და წყლის დანაკარგები ქსელში. რაც მეტად მნიშვნელოვანია, სადღეისოდ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სტაბილურ რეჟიმში, უწყვეტად მიეწოდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები