ახალი ამბები
...

23/08/2012 წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის რაიონშიც მიმდინარეობს

 

დღეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელის მოადგილეს - ჯონი ბაკურაძეს ფალიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და „ზემო ვაკის სატუმბო სადგურში“ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერებინა. 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ფალიაშვილის ქუჩა, ვაკის რამდენიმე ქუჩასთან ერთად, თბილისის იმ 150-მდე ქუჩის ნუსხაში შეიტანა, რომელთა ამორტიზებული ქსელების შეცვლას წლევანდელი გეგმის შესაბამისად ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებს, ასევე განშტოებებს. ფალიაშვილის ქუჩაზე მთლიანად იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 600 მეტრი და საკანალიზაციო ქსელების 1000 მეტრი, მონტაჟდება 17 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა წყალსადენის 17 ახალი საკვანძო ჭა და საკანალიზაციო 26 ჭა.

ფალიაშვილის ქუჩის გარდა, ამ ეტაპზე, კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციას თბილისის 20-მდე ქუჩაზე ერთდროულად ახორციელებს, ამასთან ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია 89 ქუჩაზე. სამუშაოები მე-4-ე წელია "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის" პროექტის ფარგლებში წარმოებს. 

„2011 წლის ჩათვლით, მთლიანად განვაახლეთ ქუჩების ქსელების 200 კმ-ზე მეტი, წელს კი რეაბილიტაცია უტარდება ქსელების დაახლოებით 90 კილომეტრს. რეკონსტრუქცია განვახორციელეთ არაერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, ვაშენებთ ახალ სატუმბო სადგურებს, თბილისის სხვადასხვა უბანში ვამონტაჟებთ წნევის გამაძლიერებელ ტუმბო-აგრეგატებს. უახლოეს დღეებში ვაზისუბნის ახალ  სამარაგო რეზერვუარსაც გავუშვებთ ექსპლუატაციაში. ყველა განხორციელებული კომპლექსური სამუშაო ერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა“, - აღნიშნა ჰელმუტ ვეიდელმა.

რაც შეეხება გალის ქუჩაზე მდებარე „ზემო ვაკის სატუმბო სადგურის“ რეკონსტრუქციას, კომპანიამ აღნიშნული ობიექტი, დამატებით, უახლესი ტიპის ევროპული წარმოების 2 მძლავრი წნევის გამაძლიერებელი ტუმბო-აგრეგატით გადაიარაღა. „ახალი ტუმბო-აგრეგატების წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთება კომპანიამ გუშინ განახორციელა. ეს ტუმბოები ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს და წყლის წნევისა და მოხმარების ცვალებადობის შესაბამისად, წყლის საჭირო რაოდენობას ავტომატურად დაარეგულირებს. უახლოეს მომავალში, მათი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგდება ზემო ვაკის ის უბნები, რომლებიც აქამდე წყალს გრაფიკით იღებდა - რჩეულიშვილის,  ჯაფარიძის, გოგებაშვილის, კერესელიძის, ჭოველიძის, გუნიას, შანიძის, თერგის, გალის, ლარსის, უმიკაშვილის, პეტრიაშვილის, კეკელიძის და სევასტოპოლის ქუჩები, ასევე ამ ქუჩების შესახვევები და ჩიხები“, - განაცხადა კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ - ომარ გოცირიძემ. 

თბილისის  უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია 12  ახალი სატუმბო სადგურის მშენებლობას ახორციელებს. ამას გარდა, თბილისის სხვადასხვა რაიონში 50 ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, ეს კი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები