ახალი ამბები
...

31/08/2012 წყალსადენის ქსელებსა და ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარკეთილშიც მიმდინარეობს

 


`
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს - შოთა გრიგოლიას და თბილისის საკრებულოს დეპუტატს ვარკეთილის ზემო პლატოს დასახლებიდან - კახა გურულს, დღეს, „ვარკეთილი 3“-ის დასახლების მე-3 მიკრორაიონში წყალსადენისქსელებზემიმდინარე სარეაბილიტაციოდა ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე სატუმბო სადგურში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ადგილზე გააცნო.  

 

„ვარკეთილი 3“-ის მე-3ა მიკრორაიონის შიდა ქუჩებიშედის თბილისისიმ150-ზე მეტი ქუჩის ნუსხაში,რომელთაამორტიზებულდახანდაზმულიქსელებისშეცვლას `ჯორჯიანუოთერენდფაუერი~ წლევანდელი გეგმის შესაბამისად ხორციელებს.აღნიშნულ მიკრორაიონში რეაბილიტაცია უტარდება  338-ე, 342-ე და 343-ე კორპუსების მიმდებარე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და განშტოებებს, მთლიანად იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 780, მონტაჟდება 8 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა წყალსადენის 6 ახალი საკვანძო ჭა.

 

„ვარკეთილი 3“-ის მე-3ა მიკრორაიონის გარდა, ამ ეტაპზე, კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციას თბილისის 18 ქუჩაზე ერთდროულად ახორციელებს, ამასთან ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია 100-მდე ქუჩაზე. სამუშაოები მე-4-ე წელია `თბილისისქუჩებისწყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელებისრეაბილიტაციის~პროექტისფარგლებში წარმოებს. 2011 წლის ჩათვლით, კომპანიამ მთლიანად განაახლა ქუჩების ქსელების 200 კმ-ზე მეტი, მიმდინარე წელს კი რეაბილიტაცია უტარდება ქსელების თითქმის 100 კილომეტრს.

 

რაც შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე სატუმბო სადგურის რეკონსტრუქციას, კომპანიამ აღნიშნული ობიექტი  ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი 2 ახალი ტუმბო-აგრეგატით გადაიაარაღა. ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების ტუმბო-აგრეგატებია, რომლებიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დაარეგულირებს. წყალსადენის მოქმედ ქსელთან მათი მიერთება კომპანიამ უკვე განახორციელა. მხოლოდ ამ სატუმბო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანია სასმელ წყალს სტაბილურად და უწყვეტ რეჟიმში ვარკეთილის ზემო პლატოზე მცხოვრებ 926 აბონენტს მიაწვდის.

 

თბილისის  უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია 12 ახალი მძლავრი სატუმბო სადგურის მშენებლობას ახორციელებს. ამას გარდა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ავტომატური მართვის 50 ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განხორციელებული ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებაერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები