ახალი ამბები
...

07/09/2012 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს ახალ რეზერვუარს ექსპლუატაციაში გასაშვებად ამზადებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ექსპლუატაციაში გასაშვებად ახალადაშენებულ ლილოს რეზერვუარს ამზადებს. ეს სასმელი წყლის რიგით მეორე ახალი სამარაგო რეზერვუარია, რომელსაც კომპანია უახლოეს დღეებში აამუშავებს. 10 000 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარის წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის მოადგილე - ჰელმუტ ვეიდელი და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე - ბესიკ გაზდელიანი დაესწრნენ.

თბილისის წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ამ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და ახლახან დასრულდა. კომპანია ამ ეტაპზე ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს. რეზერვუარის მშენებლობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის დამატებითი მოცულობების შექმნის მიზნით განახორციელა. მშენებლობის პროცესში კომპანიამ გამოიყენა ისეთი უახლესი მიდგომები, რამაც მას საშუალება მისცა, სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უმოკლეს დროში განეხორციელებინა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი რეზერვუარის სეისმური მდგრადობაც. 7500 კუბური მეტის ტევადობის ახლადრეაბილიტირებული მეორე რეზერვუარი - „ვაზისუბანი I“ კი კომპანიამ აგვისტოს ბოლოს აამოქმედა.

ლილოს რეზერვუარის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება ლილოს, „ვაზიანის სამხედრო“ და „საქნავთის“ დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, სოფლებს - ლილოსა და გამარჯვებას, იუმაშევის ქუჩას, ლილოში განთავსებულ საწარმოებსა და ობიექტებს. ამას გარდა, აღნიშნული დასახლებებისა და ქუჩების უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს რიგ ტექნიკურ ღონისძიებებს სასმელი წყლის დამატებითი რესურსების შესაქმნელად. მიმდინარე წლის ბოლომდე, ლილოსა და მის მიმდებარე დასახლებებში კომპანია ეტაპობრივად დაამონტაჟებს უახლესი ტიპის წნევის რეგულატორებსა და ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელ ტუმბო-აგრეგატებს, რომლებიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დაარეგულირებს. ახალი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანია კონკრეტული დასახლებებისა და ქუჩების მოსახლეობას, წლის ბოლომდე, სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.

ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება, რომელსაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს, ემსახურება ერთ მიზანს - თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები