ახალი ამბები
...

13/09/2012 წყალსადენის ქსელებისა და ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები თემქის დასახლებაშიც მიმდინარეობს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილეს - დავით გაბადაძეს, თემქის დასახლებაში  განხორციელებული საინვესტიციო პროექტები წარუდგენა. კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რაიონის გამგებლის მოადგილე წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მრავალსართულიან კორპუსებში გამრიცხველიანების პროცესს და ახლად გადაიარაღებულ სატუმბო სადგურში განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

ირემაშვილის ქუჩა შედის თბილისის იმ 150-ზე მეტი ქუჩის ნუსხაში, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წლევანდელი გეგმის შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება  წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და განშტოებებს, მთლიანად იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 700 მეტრი, ეწყობა წყალსადენის 46 ახალი საკვანძო ჭა და მონტაჟდება 1 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

თბილისის  უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამასაც ანხორციელებს. თემქის დასახლებაში უკვე 15 კორპუსი გამრიცხველიანდა და პროცესი ეხლაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა კომპანიამ კერძო სახლებში დაიწყო და პროცესს, ერთდროულად, თბილისის სხვადასხვა რაიონში ახორციელებდა. კერძო სახლების მობინადრეთა გამრიცხველიანების პარალელურად, ახლახან, აღრიცხვის კვანძების მოწყობა, მრავალსართულიან კორპუსებშიც დაიწყო. 
 
რაც შეეხება თემქის 11 მკ/რაიონის 2 კვარტალში მდებარე სატუმბო სადგურის რეკონსტრუქციას, კომპანიამ აღნიშნული ობიექტი  ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი ახალი ტუმბო-აგრეგატით გადაიაარაღა. ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების  ტუმბო-აგრეგატია, რომელიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს. წყალსადენის მოქმედ ქსელთან მათი მიერთება კომპანიამ უკვე განახორციელა. მხოლოდ ამ სატუმბო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, სასმელი წყალი სტაბილურად და უწყვეტ რეჟიმში თემქის დასახლებაში მცხოვრებ 3500 აბონენტს მიეწოდება.

კომპანია 12 ახალი მძლავრი სატუმბო სადგურის მშენებლობას ახორციელებს. ამას გარდა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ავტომატური მართვის 50 ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განხორციელებული ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება ერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.


 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები