ახალი ამბები
...

24/09/2012 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ექსპლუატაციაში სასმელი წყლის კიდევ ერთი ახალი რეზერვუარი გაუშვა


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ექსპლუატაციაში სასმელი წყლის კიდევ ერთი ახალი სამარაგო რეზერვუარი გაუშვა. 10 000 კუბური მეტრის მოცულობის ახლადაშენებული რეზერვუარი ლილოში მდებარეობს. ამ ახალი ობიექტის წყალსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოები კომპანიამ ორი კვირის წინ განახორციელა, მისი საექსპლუატაციოდ მომზადება და ტესტირება კი გასულ კვირაში დაასრულა. 

თბილისის წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ამ ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და სექტემბრის დასაწყისში დაასრულა.  მშენებლობის პროცესში კომპანიამ გამოიყენა ისეთი უახლესი მიდგომები, რამაც მას საშუალება მისცა, სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უმოკლეს დროში განეხორციელებინა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასევე მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი რეზერვუარის სეიმური მდგრადობა. აღნიშნული რეზერვუარის მშენებლობა კომპანიამ თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, სასმელი წყლის დამატებითი მოცულობების შესაქმნელად განახორციელა. ამავე მიზნით, ერთი თვის წინ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ექსპლუატაციაში გაუშვა 7500 კუბური მეტის ტევადობის ახლადრეაბილიტირებული სამარაგო რეზერვუარი - „ვაზისუბანი I“ .

ლილოს რეზერვუარის ამოქმედების შემდეგ, წყალმომარაგება საგრძნობლად გაუუმჯობესდება ლილოს, „ვაზიანის სამხედრო“ და „საქნავთის“ დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, სოფლებს - ლილოსა და გამარჯვებას, იუმაშევის ქუჩას, ლილოში განთავსებულ საწარმოებსა და ობიექტებს. ამას გარდა, აღნიშნული დასახლებებისა და ქუჩების უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს რიგ ტექნიკურ ღონისძიებებს სასმელი წყლის დამატებითი რესურსების შესაქმნელად. მიმდინარე წლის ბოლომდე, ლილოსა და მის მიმდებარე დასახლებებში კომპანია ეტაპობრივად დაამონტაჟებს უახლესი ტიპის წნევის რეგულატორებსა და ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელ ტუმბო-აგრეგატებს, რომლებიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დაარეგულირებს. ახალი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანია კონკრეტული დასახლებებისა და ქუჩების მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის.

ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიება, რომელსაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს, ემსახურება ერთ მიზანს - თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები