ვალის რესტრუქტურიზაცია


დავალიანების დაფარვაზე შეღავათები გრძელდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კვლავაც სთავაზობს თბილისურ ოჯახებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელსაყრელ პირობებს:

    • დავალიანების მთლიანი თანხა გაგინაწილდებათ 36 თვეზე და მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავთ
    • თუ 2014 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60 %-ს გადაიხდით, 40 %-ს კომპანია ჩამოგაწერთ, იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის მანძილზე დავალიანება არ გაქვთ ან მას სრულად გაანულებთ
    • სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი ვალის გასტუმრების უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობები დაგიწესდებათ.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” რაიონულ სერვისცენტრებს და დროულად ისარგებლეთ შეღავათებით. დავალიანების დაფარვის მსურველ აბონენტებთან კომპანია ინდივიდუალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.


დავალიანების დაფარვის შეღავათიან პროგრამებს ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2009 წლის მაისიდან პერმანენტულად სთავაზობს მოსახლეობას, რითაც თბილისელთა დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა და კეთილსინდისიერი გადამხდელი გახდა.