სანიტარული ზონები

 

 

სანიტარული დაცვის ზონები შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ წყლის მარაგებისა და რესურსების დაცვის მიზნით, რომელიც სასმელად, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო და საკურორტო დანიშნულებისთვის გამოიყენება. 

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას ეწევა, გააჩნია წყალმომარაგების მიწისქვეშა და ზედაპირული ობიექტების სანიტარული დაცვის ზონები. 

 

სანიტარული ზონები 3 სარტყლად იყოფა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული რეჟიმი აქვს:

 

  • პირველი სარტყელი - მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი. ამ სარტყელში აკრძალულია გარეშე პირთა ცხოვრება, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება, ინერტული მასალების მოპოვება, ჩამდინარე წყლების ჩაშვება, პირუტყვის ძოვება, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით. 


  • მეორე სარტყელი - ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს. ამ სარტყელში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაუარესებას, მშენებლობა, მცენარეული საფარის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.


  • მესამე სარტყელი - მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორია, რომლის არასასურველ მდგომარეობაში ჩაგდებამ შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის ქიმიური დაბინძურება.

    კომპანიის სანიტარული დაცვის ზონების საზღვრები მკაცრადაა განსაზღვრული რუკაზე, ხოლო პირველი სარტყლის საზღვრები შემოღობილია და უზრუნველყოფილია დაცვის სამსახურით.

სოციალური პასუხისმგებლობა