03/11/2020 ჯივიპი ხვალ, 4 ნოემბერს, გორგასლის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 4 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის ქ. N61 -თან, წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 4 ნოემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის ქ. N41-83-მდე და N10-28 მდე, (მათ შორის პროკურატურას, იუსტიციის, ფინანსთა, შსს სამინისტროებს). გორგასლის შესახვევს, ორთაჭალის ქ. N1-5 და N2-6-მდე. გულუას ქ. N10-ს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge