10/11/2020 ჯივიპი ხვალ, 11 ნოემბერს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის N25, 27, 29 და 31-ე კორპუსების მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელი განაახლა.
სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა წყალსადენის 630 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, კომპანია გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 11 ნოემბერს განახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე გზის ახალი საფარი მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 11 ნოემბერს 14:00 საათიდან, 12 ნოემბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ვაკის რაიონში:
ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ-ს, მე-5 მ/რ-ს N1, N2, მე-2 მ/რ-ს მე-3კვარტლის N9-კორპუსს, კაპანელის და ავთო ვარაზის ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge