ახალი ამბები
...

01/02/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თებერვლის დასაწყისში დედაქალაქში მოსალოდნელ ძლიერ ყინვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს თავის აბონენტებს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენისა და საკანალიზაციო მიწისზედა ქსელები, ანუ კუთვნილი ღია კომუნიკაციები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე სთხოვს თბილისელებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

აღნიშნული ქმედებით კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე, მილებში წყლის გაყინვამ და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ.

კომპანიის რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.

ამას გარდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ძლიერი ყინვის პერიოდში, მკაცრ კონტროლს დააწესებს დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მეტად მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა. მოსალოდნელი დაზიანებების ოპერატიულად ლიკვიდაციას საგანგებო რეჟიმში მოემსახურება კომპანიის ცხელი ხაზი - 293 11 11 და ტექნიკური სამსახურები.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები