ახალი ამბები
...

25/01/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ში წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.

 

პროექტის ფარგლებში, კომპანიამ ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების მკვებავი წყალმომარაგების  ქსელის 3 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეცვალა.  პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, თითოეულ კორპუსთან ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპს კომპანია დღეს განახორციელებს -  წყალმომარაგების განახლებული ქსელი ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება და ხვალ დილიდან ექსპლუატაციაში შევა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში განახორციელებენ.

 

სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც  დღეს, 25 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან,  26 იანვრის, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილი3 -ის III მიკრორაიონს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები