ახალი ამბები
...

07/07/2018 დღეს #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა

 

დღეს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კამპანიის მიზანია ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანება, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა. პროექტი მოზარდი თაობის აქტიური ჩართულობით მეორე წელია მიმდინარეობს და დღეს უკვე ბევრი მხარდამჭერი ყავს.

 

ღონისძიებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დეპუტატები, მერიის, გარემოს დაცვის და განათლების სამინისტროს პირველი პირები, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები და კამპანიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

 

პროექტში მონაწილეობა თბილისის 80-მა სკოლამ მიიღო. #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს საზეიმო ღონისძიებაზე კამპანიის გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.

 

ტრადიციულად, კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს მხარდასაჭერად საერთაშორისო პროფესიონალური ველომარათონი  - წყლის გზა გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა ველოსპორტსმენებმა მარათონის დროს ის გზა გაიარეს, რასაც სასმელი წყალი გადის, დედაქალაქის წყალმომარაგების მთავარი რეზერვუარიდან ჩვენს ონკანებაბმდე. სტარტი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სტარტეგიული ობიექტიდან ჟინვალის წყალსაცავიდან აიღეს და 84 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვის შემდეგ, მარათონი თბილისის წყალსაცავის ირგვლივ შეჯიბრით დაასრულეს.  საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ჯივიპიმ ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. კომპანიისთვის პრიორიტეტულია პროექტში დედაქალაქის ყველა სკოლა ჩართოს და მომავალშიც აქტიურად იმუშაოს მოზარდ თაობასთან წყლის რესურსის მნიშვნელობის საკითხზე.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები