ახალი ამბები
...

14/06/2010 წყლის დავალიანებასთან დაკავშირებული გაუგებრობა

წყლის დავალიების დაფარვასთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აიღო კომპანიამ "მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემა"
(იგივე “OSMP”)

წყლის დავალიანებასთან დაკავშირებული გუშინდელი გაუგებრობა წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიზეზით არ იყო გამოწვეული. 

გვსურს გაცნობოთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა სწრაფი გადახდების ერთ-ერთმა ოპერატორმა კომპანიამ “მომენტალური გადახდების გაერთიანებულმა სისტემამ” (იგივე “OSMP”). ამ კომპანიის გადახდის აპარატებს ტექმიკური პრობლემა შეექმნა და წყლის გადასახადზე, ნებისმიერი თანხის გადახდის შემთხვევაში, აბონენტს მთელ ძველ დავალიანებას ვითომდა განულებულს უჩვენებდა. რამაც თავისმხრივ მოსახლეობაში გამოიწვია უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელება “GWP”-ის მხრიდან დავალიანების ჩამოწერის შესახებ. რასაც გუშინ საღამოს აპარატებთან აბონენტთა რიგები მოჰყვა.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არ ყოფილა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აქცია. თანხა კი რომელიც მათ გავალიანების დასაფარად გუშინ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით ჩარიცხეს, ჩვეულებრივ რეჟიმში აისახება შესაბამისი აბონენტის ბარათზე ჩვენს კომპანიაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტი აღნიშნულ საკითხზე დღეს “მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემ”-ის (იგივე “OSMP”) ხელმძღვანელობას შეხვდა და მათგან სიტყვიერი ახსნა-განმარტება მიიღო. ამასთან ამავე კომპანიამ და მისმა ხელმძვანელობამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა აღნიშნულ გაუგებრობასთან დაკავშირებით.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები