12/07/2010 რუსთავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
12 ივლისს, კომპანია “რუსთავის წყალის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი და ქალაქ რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი, რუსთავში წყალსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კომპანია ”რუსთავის წყალმა” მიმდინარე წელს ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო. რაც ითვალისწინებს ქალაქის ცხრამეტი ქუჩის წყალსადენის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას. პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 2 მილიონი ლარი.
ქ. რუსთავის ქუჩებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სამი თვის წინ დაიწყო. უკვე შეკეთდა და ექსპლუატაციაში გაიშვა: 20-21, 7-8, 15-16 მიკრო-რაიონების, ასევე მეგობრობის, ბარათაშვილის, კონსტიტუციის, თბილისის, ბალანჩივაძის, მუმლაძის და ლეონიძის ქუჩების წყლისა და კანალიზაციის მილები. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში ამორტიზირებული მილები მაღალი ხარისხის მილებით შეიცვალა.
დღეისთვის სამუშაოები, ერთდროულად, მიმდინარეობს მეგობრობის ქუჩის 43-47 კორპუსების მონაკვეთზე, მესხიშვილის, თავგორაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე.
წყლის მილების ხანდაზნულობისა და ამორტიზირების გამო ხშირია ავარიული დაზიანებები ქალაქში, რაც მუდმივად იწვევს შეფერხებებს ქალაქის წყალმომარაგებაში და სასმელი წყლის დანაკარგებს. ლოკალური ავარიები კი კომპანიას სოლიდურ ზარალს აყენებს. კომპანია “რუსთავის წყალის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მკვეთრად შემცირდება წყლის დანაკარგები და ხელი შეეწყობა ქალაქის წყლით საიმედო და ხარისხიან მომსახურებას.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება