02/09/2009 ქ. რუსთავის წყალმომარაგება საგრძნობლად გააუმჯობესდა
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და "რუსთავწყალკანალმა", რომლებიც ერთ საინვესტიციო ჯგუფში შედიან, ქ. რუსთავის ორი 800-მილიმეტრიანი მაგისტრალური მკვებავი წყალდენის ერთობლივი მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულეს. რეაბილიტირებული მაგისტრალური წყალდენის ამოქმედებით ქ. რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება სტაბილური და საიმედო გახდება, ასევე, მინიმუმამდე შემცირდება ავარიულ დაზიანებათა რისკი და წყლის დანაკარგები ქსელში. ამით საგრძნობლად დაიზოგება წყლის რესურსები და ელექტროენერგიის ხარჯიც შემცირდება. დაზოგილი თანხები ქ. რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოდერნიზაციას მოხმარდება.
რეაბილიტირებული მაგისტრალური წყალდენების მოქმედ ქსელებთან მიერთების სამუშაოები, რომელიც დღეს, დილის 6 საათიდან დაიწყო, `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა იორგ მატისმა, პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ და კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
რეკონსტრუქცია 2009 წლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოთა ნუსხაში იქნა შეტანილი და ამ მიზნით 1 მილიონი ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე დაზიანებული წყალდენებიდან სასმელი წყლის დანაკარგები, დაახლოებით, 150-200 ლიტრ/წამს შეადგენდა.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება