02/06/2011 საჩუქრები ბავშვთა სახლ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები, დღეს, აფრიკის დასახლებაში მდებარე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ "სათნოებას" ესტუმრნენ.
კომპანიის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ბახტაძემ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახელით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და 45-ვე აღსაზრდელს მათვის განკუთვნილი პირადი საჩუქრები გადასცა – სპორტული მაისურები, ფეხსაცმელები, სანდლები და ჩანთები.
კომპანიამ ბავშვებს საერთო საჩუქარიც მოუმზადა, რომელიც, ნიკოლოზ ბახტაძის თქმით, უკლებლივ ყველა აღსაზრდელის ინტელექტუალურ განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. კომპანია 1 წლის მანძილზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსს დაუფინანსებს. ინგლისური ენის პედაგოგის შესარჩევად კომპანია რამდენიმე უნივერსიტეტს მიმართავს. უცხო ენაში ტრეინინგები ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სექტემბრიდან 1 წლის მანძილზე, კვირაში 3-ჯერ ჩაუტარდებათ.
ამას გარდა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გენერალურ სპონსორობას გაუწევს ბავშვთა სახლ ”სათნოების” აღსაზრდელებისა და პედაგოგების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონცერტს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უკვე 2 წელია მეურვეობას უწევს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება