26/06/2011 ბავშვთა სახლ ”სათნოების” აღსაზრდელების კონცერტი
ბავშვთა სახლ "სათნოების" აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ სახელმწიფო თეატრში, კონცერტი გამართეს, სახელწოდებით - "ჩვენ მუდამ ერთად ვართ".
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ბავშვთა სახლი "სათნოებაა", გენერალური სპონსორი კი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", რომელიც 2 წელია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მეურვეობას უწევს.
"სათნოების" აღსაზრდელები და პედაგოგები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ - ქართული საგალობელი, ფოლკლორი, საესტრადო სიმღერა და კლასიკური მუსიკა. ამასთან, ბავშვებმა თეატრის ფოიეში საკუთარი ნამუშევრებიც გამოფინეს - ნახატები, მაკეტები, ხელნაკეთი ნივთები და სამკაული.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება