მშენებლები და დეველოპერები

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მიმართავს მშენებლებსა და დეველოპერულ კომპანიებს, გაითვალისწინონ, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების არსებულ ქსელებთან მშენებარე ან ახალი ობიექტების მიერთება შესაბამისი პროექტის საფუძველზე უნდა მოხდეს. ახალი ობიექტების ქსელებში ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის #32 დადგენილების საფუძველზე ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” შეიმუშავა და დაამტკიცა წყალმომარაგებისა და/ან წყალარინების ქსელში ჩართვის რეგლამენტი.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცნობებს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომ ”რეგლამენტის” დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი ახალი ობიექტის კომპანიის ქსელში ჩართვისას.