სხვადასხვა

 

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

საყოფაცხოვრებო აბონენტის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ასევე, არასაყოფაცხოვრებო აბონენტის მიერ იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა მიმართოთ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შესაბამის რაიონულ სერვისცენტრს, სადაც მოხდება სათანადო კორექტირება.

 

სახელის შეცვლა

საყოფაცხოვრებო აბონენტის მიერ სახელის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო აბონენტის მიერ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან საფირმო სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში, სათანადო კორექტირებისთვის უნდა მიმართოთ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შესაბამის რაიონულ სერვისცენტრს.

 

დაკეტილი ობიექტები

თუკი თქვენს საკუთრებაში ირიცხება ისეთი უძრავი ქონება, რომლითაც დროებით არ სარგებლობთ, გთხოვთ მიმართოთ თქვენს რაიონულ სერვისცენტრს. თქვენი განაცხადის საფუძველზე, ობიექტს წყლის საფასურის დარიცხვა შეუწყდება.