ახალი ამბები
...

17/01/2019 ჯივიპი ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას ანახლებს. პროექტის ფარგლებში  სრულად იცვლება 1 კმ  სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

 

ჭონქაძის ქუჩის N10-დან N14-ის ჩათვლით  ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები  დღეს, 17 იანვარს იწყება და თებერვლის ბოლოს დასრულდება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას ჭონქაძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დროებით  შეიზღუდა.   ტრანსპორტით  მოძრაობა შესაძლებელი იქნება  გერგეთის, ინგოროყვას და ჩიტაძის ქუჩებით.

 

ჭონქაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

03/12/2019 ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.   პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. კომპანია განახლებულ სისტემაზ...

ვრცლად

...

14/11/2019 ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად ანახლებს წყალარინების ამორტიზირებულ ქსელს.  ახლით იცვლება  400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა....

ვრცლად

...

07/11/2019 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული დადგენილება საჯაროდ გამოცხადდება

  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებაა, რომელიც ეხება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე  გამოტან...

ვრცლად

...

05/11/2019 ჯივიპიმ წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალმომარაგბისა და წყალარინების სისტემას სრულად განაახლებს.   სარეაბილიტაციო პროექტი...

ვრცლად

...

18/10/2019 ჯივიპიმ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

  ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კო...

ვრცლად