ახალი ამბები
...

04/03/2022 ჯივიპი დღეს, 4 მარტს, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის  რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. 

 

კომპანია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე 5,5 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს სრულად ცვლის. სარეაბილიტაციო პროექტში  ჯივიპი    4,4 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

 

ამ ეტაპზე ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე   1,8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1,1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები და ჭები მოეწყო. 

 

კომპანია დღეს, 4 მარტს,  ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით  გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 4 მარტის  დილის 10:00  საათიდან 5 მარტის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: 

 

ისნისრაიონში: ქეთევან დედოფლის  გამზირის ნაწილს, ღვინის აღმართს, რიყის პარკს, დ. მეგრელის, მეტეხის, ფერისცვალების, ისნის, ჯორბენაძის, ჩეხოვის, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, არბორშიკის, ლუსინიანის, ბოჭორმის, იალბუზის, დოლაბაურის, კაჩინსკის N1 და N3, გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის, კაკულიას, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის და თელავის ქუჩებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.  სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

 

სხვა კატეგორიები
...

29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე  N-6 თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.  ...

ვრცლად

...

14/04/2022 ჯივიპის მომხმარებლებს ყოველთვიურად მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა 90111 SMS სერვისით შეუძლიათ

    ►  როგორ გამოვაგზავნ...

ვრცლად

...

21/03/2022 21 მარტიდან ჯივიპის სერვის ცენტრებში მომხმარებლების მიღება განახლდა

21 მარტიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრებში მომხმარებლების ადგილზე მიღება და მომსახურება განახლდა.  კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისის და მცხეთის ყველა სერვის ცენტრში.  ...

ვრცლად

...

13/03/2022 ჯივიპი 15 მარტს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

15 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარ გვირაბზე განხორცელებული სამუშაოები&nbs...

ვრცლად

...

26/02/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 26 თებერვალს, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, XI  მ/რ-ს III კვარტლის N41ა კორპუსის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს....

ვრცლად