მრიცხველის ჩვენების კორექტირება

 

 

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის მასშტაბით ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების საფასურის დარიცხვის მოქნილ ფორმას სთავაზობს.

 

პროექტში ჩართვის მიზნით გამრიცხველიანებული აბონენტი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს განცხადებით მიმართავს, რომლის საფუძველზეც კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის ჩვენებას 3 თვეში ერთხელ აიღებს.

 

  •  პირველ თვეს, კომპანიის წარმომადგენელი აბონენტის მრიცხველის ჩვენებას აფიქსირებს
  •  მეორე და მესამე თვეს, აბონენტს მომსახურების საფასური საშუალო ხარჯის მიხედვით ერიცხება (შეფასებითი დარიცხვა)
  •  მომდევნო თვეს კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველის რეალურ ჩვენებას აფიქსირებს, რის საფუძველზეც წინა ორი თვის შეფასებითი დარიცხვა კორექტირდება

 

შეფასებითი დარიცხვის კორექტირება მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტპორტალზე - mygwp.ge. კომპანია შეფასებითი დარიცხვის პერიოდში მომხმარებელს განცხადებაში მითითებულ მობილურის ნომერზე პაროლს sms შეტყობინებით უგზავნის.

 

მომხმარებელს აბონენტის ნომრის და უნიკალური პაროლის საშუალებით mygwp.ge-ზე შეუძლია შეფასებითი დარიცხვა მრიცხველის რეალური ჩვენებით შეცვალოს.