შვილობილი კომპანიები


კომპანია "რუსთავის წყალი”

"რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. "რუსთავის წყლის” მიერ გაწეული მომსახურების საფასური ერთ სულ მოსახლეზე 3,0 ლარს შეადგენს.

"რუსთავის წყალი” წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო და გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ახდენს ავარიული დაზიანებების ლიკვიდაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგების შეზღუდვაზე მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებულია.

რუსთავში წყალსადენის ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქალაქის წყალმომარაგება უწყვეტად ხორციელდება. სრული დატვირთვით მუშაობს ხრამის სათავე ნაგებობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასმელი წყლის ხარისხს.

მუდმივად ტარდება ქ. რუსთავის მკვებავი მაგისტრალური წყალსადენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ”რუსთავის წყალი” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ერთად ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით ქალაქის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა.


ასევე, დასრულდა ”რუსთავის წყლის” სათავე ნაგებობაზე ელექტრომეურნეობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები – დამონტაჟდა ახალი 6 კვ სიმძლავრის 2,2 კილომეტრიანი საჰარეო ხაზი და ახალი 16 მეგავატიანი ტრანსფორმატორი, რაც ხრამის სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების საიმედო და უწყვეტ ელექტრომომარაგებას უზრუნველჰყოფს.

ახლიდან აღიჭურვა და გამართულად მუშაობს ”რუსთავის წყლის” ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს.

"რუსთავის წყალმა" მთლიანად განაახლა ბილინგისა და საინფორმაციო ბაზები და დააზუსტა მომხმარებელთა რაოდენობა. კომპანია, მოსახლეობას დაგროვილი დავალიანებების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამასაც სთავაზობს.





თანამშრომლობა